
ბაგრატის ტაძარი თავის ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭუირავს ქართულ არქიტე ქტურულ ისტორიაში,როგორც განვიტთარებული შუა საუკუუნეების დროეინდელი სტილის საბოოლოდ დამამკვიდრებელი. მე-17 საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა ,1692 წელს როგორც ვახუშტი ბატონიშვილი მოგვითხრობს "შემუსრეს ოსმალთა". მე-19 საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც,რასაც მოწმობს ცერნეცოვის ჩანახატები.მდიდარია ტაძრის მორთულობა ფასადის გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა.აღსანიშნავია აღმოსავლეთ ფასადი ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით,სავსებით დასრულებული სახე აქვს სამრეკლოთა მოჩუქურთმებულ საპირეებს და სათაურებს.ძირითადი ნაგებობის ორნამენტს გრაფიკულობა და კარიბჭეთა შემკულობის ღრმა პლასტიკური კვეთა ახასიათებს.შიგნით ბაზისებრიმ და სვეტის თავები რელიეფული გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული.სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი ღვთისმშობლის გამოსახულებით.1995 წელს ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი ერთად შეტანილი იქნა იუნესკოს მსოფიო კულტურული მემკვიოდრეოის ძეგლთა სიაში.